ბრიტანული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Aston Martin-ი, ხარჯების ოპტიმიზაციისთვის 500 პერსონალის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
2019 წლის წლიური ანგარიშის თანახმად, კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 2 ათას 450 ადამიანი.ამასთან, კომპანია წლის ბოლომდე აპირებს წარმოების ხარჯების 8 მილიონი ფუნტით შემცირებას.