უკრაინის ლიდერი დონალდ ტრამპისგან ზეწოლას მანამდეც განიცდიდა, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა, რათა გამოეძიებინა ჯო ბაიდენის ოჯახის საქმე, - ამის შესახებ ანონიმურმა წყარომ "ესოშიეთიდ პრესს" განუცხადა.
წყარო იხსენებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 7 მაისს კიევში მრჩეველთა ჯგუფი შეკრიბა თითქოს ენერგეტიკული საკითხების განსახილველად, თუმცა ჯგუფი 3 საათის განმავლობაში მსჯელობდა თუ როგორ უნდა გამკლავებოდნენ პრეზიდენტ ტრამპის და მისი პირადი ადვოკატის მოთხოვნებს. წყაროს ინფორმაციით, ჯერ კიდევ მაშინ, ზელენსკიმ და მისმა გუნდმა გააცნობიერეს, რომ უკრაიანას შესაძლოა აშშ-თან პრობლემები შექმნოდა.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ, პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნა წამოაყენა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის ოჯახის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა.