აფხაზური ოპოზიციის ლიდერს და ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატს ასლან ბჟანიას "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში თბილისთან დიალოგის საკითხზე გაკეთებული განცხადების გამო განმარტებები მოსთხოვეს.
ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, სადაც მას ამ საკითხზე განმარტებების გაკეთება მოსთხოვეს. მან აღნიშნა, რომ დიალოგი აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის უნდა იყოს, თუმცა აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა აქვე დასძინა, რომ არის თემები, რომლებშიც მონაწილეობა რუსულმა მხარემაც უნდა მიიღოს და მისი ინტერესი უნდა იქნას გათვალისწინებული.
"მე არავისთან ვაპირებ აფხაზეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების განხილვას. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილია" - განაცხადა ასლან ბჟანიამ.