ასლან ბჟანია აცხადებს, რომ აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის ღირებულების პროდუქცია შემოდის - Palitra News

ასლან ბჟანია აცხადებს, რომ აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის ღირებულების პროდუქცია შემოდის

2020-06-03 14:08:34+04:00

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ "აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის ღირებულების პროდუქცია გადის და აუცილებელია სახელმწიფო საზღვრებზე სრული კონტროლის დაწესება".

ბჟანიას თქმით ე.წ. საბაჟო კომიტეტისა და ე.წ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წელიწადში თხილეულის მოსავლის მოცულობა 11-12 ათასი ტონაა. ამ მოცულობის მაქსიმუმ 10% ექსპორტზე რუსეთში გადის, დანარჩენზე კი - საქართველოში. მისივე თქმით, აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებული მიდგომების გადახედვა და ე.წ. "სახელმწიფო საზღვრებზე" სრული კონტროლის დაწესება.