ამერიკის შეერთებულ შტატებში პროვოკაციულად მიიჩნევენ თურქეთის განცხადებას, დაიწყოს საზღვაო შელფის ბურღვა კვიპროსის ეკონომიკურ ზონაში და მის შეჩერებას მოითხოვენ. ამის შესახებ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ეკონომიკური ზონის ზღვის შელფზე 2011 წელს ამერიკულმა კომპანიამ Noble Energy-მ საბადო „აფროდიტას“ აღმოჩენის შესახებ განაცხადა. მაშინვე ცნობილი გახდა მარაგების მოცულობა, რომელიც 140 მილიარდი კუბურ მეტრს შეადგენდა.
ამ საბადოს საზღვრებს კი ანკარა სადავოდ ხდის და იქ მბურღავი გემი „ფატიხი“ გააგზავნა, რომელიც შაბათიდან ადგილზე იმყოფება. თურქეთი აცხადებს, რომ ბურღვითი სამუშაოები 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.