00:30
20 თებერვალი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აშშ თურქეთს ეკონომიკურ სანქციებს უწესებს
14-10-2019

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სირიაში შეჭრის გამო ანკარას ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.

"როიტერსის" ცნობით, სანქციები, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ამოქმედდება. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სტივენ მნუჩინის, თქმით, ტრამპმა თურქეთს "ძალიან მკაცრი სანქციები" მოუმზადა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ სანქციების საკითხზე კონგრესშიც "დიდი კონსენსუნსი" არსებობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა სანქციებს უმზადებს აშშ თურქეთს.

ცნობილია იმ კანონპროექტის შინაარსი, რომელიც აშშ-ის წარმადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელიოტ ენგელმა, და კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა მაიკ მაკკაულმა მოამზადეს და წარადგნეს, რომელიც სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ჩართული თურქი მაღალჩინოსნებისა და თურქეთის თავდაცვის სექტორთან დაკავშირებული ბანკების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით აშშ-მ თურქეთში იარაღის ექსპორტი უნდა შეაჩეროს. აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ანკარა უპასუხოდ არ დატოვებს არც ერთ ქმედებას, რომლის მიზანი ტერორიზმის წინააღმდეგ მის ბრძოლისთვის ხელის შეშლა იქნება.

AutoPlay
გლობალური დათბობა ანტარქტიკაში ყინულის მასიურ შეუქცევად დნობას იწვევს - აცხადებს ავსტრალიელი მკვლევარი
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ალბანეთის პრზიდენტმა ხალხს მთავრობის დამხობისკენ მოუწოდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ემანუელ მაკრონი: არც ერთ ქვეყანას არ მივცემ უფლებას, გამოკვებოს სეპარატიზმი, შენ ვერ გექნება თურქეთის კანონები საფრანგეთის მიწაზე
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პრემიერ-მინისტრი პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკურად გააქტიურების შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილი ციხეში შეაბრუნონ
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
წესიერად ვერც ამეცადინეს - ირმა ნადირაშვილი "ევროპული საქართველოს" ოფისთან გამართულ აქციას ეხმაურება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები