ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი აცხადებს, რომ აშშ-ს წყნარი ოკეანის რეგიონში ლიდერობის პასუხისმგებლობა აკისრია და ის ერთ დიუმსაც კი არ დაუთმობს სხვა ქვეყანას, რომელიც თვლის, რომ მისი პოლიტიკური სისტემა უკეთესია. ჰავაიში ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლისას, ესპერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ თანამშრომლობით შეძლებს აიძულოს ჩინეთი, პატივი სცეს საერთაშორისო კანონებზე დაფუძნებულ წესრიგს, თუმცა მისი განაცხადებით, პეკინს ბევრჯერ დაურღვევია თავისი დაპირებები და აგრძელებს აგრესიულ სამხედრო მოდერნიზაციას.