აშშ-სთვის ნატო მოკავშირეების კონტროლისა და დამორჩილების ინსტრუმენტია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ვაშინგტონისთვის ნატო ისტორიულად ყველაზე წარმატებული საერთაშორისო ინსტრუმენტია. ეს არის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო არენაზე აშშ-ს არაკანონიერი ქმედებების ლეგიტიმაცია ხდება“, - განაცხადა ალექსანდრე გრუშკომ. მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად აშშ ნატო-ს ფარგლებში საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებას ცდილობს, რისთვისაც მოკავშეერებისაგან თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს.