15:59
2 ივნისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
აშშ-სთან სავაჭრო ომის ფონზე ჩინური პროდუქციის ექსპორტი შემცირდა
11-09-2019

ჩინეთმა აგვისტოს ეკონომიკური მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ჩინეთიდან ექსპორტი შემცირებულია. ამის მთავარი მიზეზი კი ჩინეთ-ამერიკას შორის არსებული დაძაბული სავაჭრო ურთიერთობებია.

მსოფლიოს მეორე ეკონომიკაში აგვისტოში წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 1%-ით არის შემცირებული  და ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა ივნისის შემდეგ, როცა ექსპორტი 1,3%-ით შემცირდა.

ჩინეთის ექსპორტი მნიშვნელოვანდ - 16%-ით არის შემცირებული შეერთებულ შტატებში. ექსპერტების ვარაუდით, ექსპორტის კლება კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება სექტემბერში, ვინაიდან 1-ლი სექტემბრიდან ვაშინგტონმა 15%-იანი ახალი სატარიფო პოლიტიკა აამოქმედა. ანალიტიკოსების ვარაუდით, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება მას შემდეგ, რაც 1-ელ ოქტომბერს და 15 დეკემბერს დაანონსებული საბაჟო ტარიფები შევა ძალაში.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ექსპორტი შემცირებულია ასევე სამხრეთ კორეაში, ევროპაში, ავსტრალიასა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, თუმცა, გაზრდილია იაპონიასა და ტაივანში.

AutoPlay
მთავრობა წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების 70%-ით შემცირებას ელის
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
ევროკომისიამ შესაძლოა, კომპანიებს დამატებითი გადასახადი დაუწესოს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
რა ღირს ბუნებრივი გაზი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
რუსეთმა ლიდერობა დაკარგა - თურქეთში გაზის მთავარი იმპორტიორი აზერბაიჯანი გახდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
აპრილში ვადაგადაცილებული სესხები 10.8 მლნ ლარით შემცირდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
3 ქვეყანა, სადაც საქართველო ოქროს ყიდის - სად არის ძვირფასი ლითონის ყველაზე დიდი მარაგები ქვეყანაში
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები