შეერთებული შტატები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის გასწვრივ ძალადობის ესკალაციას გმობს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, აშშ მხარეებს მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებები შეასრულონ.
„შეერთებული შტატები გმობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ ბოლო დროს ძალადობის ესკალაციას. ჩვენ მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებები სიტუაციის დეესკალაციისთვის ნაბიჯების დაუყოვნებელი გადადგმით“, - წერია განცხადებაში.
ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციებში ადანაშაულებენ.