თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის მეორე დღე ლევან იზორიამ სენატში შეხვედრით დაიწყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს სენატორმა ლინდსი გრემმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ ამერიკელ სენატორს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. დაგეგმილია შეხვედრა თეთრ სახლში პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერთანაც.