"დი სი იუნაიტედის" 33 წლის ინგლისელი თავდამსხმელი უეინ რუნი ვაშინგტონის აეროპორტში დააპატიმრეს. ის 16 დეკემბერს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და იგინებოდა. ინგლისელი ფეხბურთელი 91 დოლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს. მისმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ფეხბურთელმა წამალი მიიღო, რომელიც ალკოჰოლურ სასმელში გაიხსნა და მისი დეზორიენტაცია გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ უეინი შარშან ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისათვის დააკავეს, დააჯარიმეს და მართვის მოწმობა ჩამოართვეს.