სამგზავრო თვითმფრინავიდან, რომელიც ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულ დაჯდომას ახორციელებდა, გადმოღვრილი საწვავი ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის სპორტულ მოედანზე დაიღვარა, რის შედეგადაც 17 ბავშვი მსუბუქად დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქალაქ კადაჰის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს ძირითადად კანის დაზიანებები და სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ. გავრცელებული ინფორმაციით, ძრავში წარმოქმნილი პრობლემის გამო "დელტა ეარლაინის" თვითმფრინავი ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულ დაჯდომის განსახორციელებლად ბრუნდებოდა, რა დროსაც წონის შემსუბუქების გამო თვითმფრინავიდან ნავთობი გადმოღვარეს. ავიაციის წესების თანახმად კი, საწვავის გადმოღვრა განსაზღვრულ ტერიტორიაზე და მაღალ სიმაღლეზე უნდა განხორციელდეს.