21:47
13 აგვისტო, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აშშ-ში ცნობილი ადამიანების Twitter-ის ანგარიშებზე ჰაკერული თავდასხმისთვის ბრალი სამ პირს წაუყენეს
01-08-2020

აშშ-ში ცნობილი ადამიანების Twitter-ის ანგარიშების გატეხვისთვის სამ პირს ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ორი მათგანი აშშ-ის, მესამე კი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის 19 წლის მოქალაქეს და აშშ-ის 22 და 17 წლის მოქალაქეებს რამდენიმე ბრალდება, მათ შორის ჰაკერული თავდასხმის განხორციელება და თანხის გათეთრება, აქვთ წაყენებული. მასშტაბური კიბერშეტევა Twitter-ზე 15 ივლისს განხორციელდა. ჰაკერებმა რამდენიმე ცნობილი ადამიანის, მათ შორის ილონ მასკის, ბილ გეითსის, ჯეფ ბეზოსის, უორენ ბაფეტის, ბარაქ ობამას, ჯო ბაიდენის ანგარიშები გატეხეს და მათი სახელებით გამოქვეყნებულ შეტყობინებებში გარკვეულ ანგარიშზე კრიპტოვალუტის გადარიცხვა ითხოვეს, რის სანაცვლოდაც მათ მომხმარებელს თანხის გაორმაგებული რაოდენობის დაბრუნების პირობა მისცეს. ამ გზით კიბერთავდამსხმელებმა 100 ათას დოლარზე მეტი მიიღეს.

AutoPlay
გერმანიის პოზიციით, ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს
გამოქვეყნდა 38 წუთის წინ
მესტიაში და რამდენიმე სოფელში COVID 19-ზე ტესტირება გაფართოვდება
გამოქვეყნდა 38 წუთის წინ
"ქართული ოცნების" ლიდერების თქმით პანდემიის წინაპირობებშიც მმართველ გუნდს მაღალი რეიტინგი ჰქონდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
რუსეთის საგარეო უწყების პოზიციით, გარე ძალები ბელარუსის საშინაო საქმეებში ჩარევასა და ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობენ
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბელარუსში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების წინადადებით გამოდის
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები