ამერიკის შეერთებულ შტატებში შემდეგი 12 თვის განმავლობაში ციფრული დოლარის 5 საპილოტე პროგრამა ჩაეშვება, რაც შტატებში ამ ტიპის პირველი მცდელობა იქნება.
პროექტის მიზანი ფედერალური სარეზერვო სისტემის, იგივე, ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის პოტენციური გამოყენების შემოწმებაა. პირველ ეტაპზე საპილოტე პროგრამებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Accenture დააფინანსებს და მასში ჩაერთვებიან ფინანსური ფირმები, საცალო ვაჭრობის კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
ციფრული დოლარის პროექტი გასულ წელს Accenture-სა და ციფრული დოლარის ფონდის თანამშრომლობით შეიქმნა, რომლის მიზანიც ციფრულ ვალუტაზე ცენტრალური ბანკის კვლევებში მონაწილეობაა.