აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ წევრს 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 62 წლის კევინ მალროის ბრალად ჩინელი აგენტებისათვის სამხედო საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ედებოდა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი 2 კვირის განმავლობაში მიმდიარეობდა, რის შემდეგაც მალროი სასამართლლომ დამნაშავედ ცნო. ის 2017 წელს შანხაიში საიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად იმყოფებოდა, რაშიც 25 000 აშშ დოლარი აიღო. გამოძიებამ დაადგინა, რომ წლების განმავლობაში საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ მან 800 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა მიიღო. სასამართლომ მას 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.