აშშ-ის ალაბამას შტატს რამდენიმე ძლიერმა ტორნადომ გადაუარა, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 5 და დაშავდა ათობით ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ხუთივე ფატალური შემთხვევა კალჰუნის ოლქში მოხდა. სტიქიის შედეგად წაქცეულია ხეები, ელექტროგადამცემი ხაზები და განადგურებულია სახლები. ათობით ათასი ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სამაშველო ჯგუფები დაშავებულებს ეხმარებიან და მოქალაქეების ძებნას განაგრძობენ.