სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს ღია სივრცეებში პირბადეების ტარება აღარ სჭირდებათ, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა. ამასთან, ცენტრის მითითებით პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და ხალხით გადატვირთულ ადგილებში კვლავ ყველასთვის საჭიროა.
დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს „არაჩვეულებრივი პროგრესია“.
“ჩვენი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ დაინფიცირების ამ ვირუსის სხვისთვის გადაცემის შანსი ძალიან, ძალიან დაბალია. პრაქტიკული შედეგი ნათელია: თუ ვაქცინირებული ხართ, მეტის გაკეთება შეგიძლიათ,” - აღნიშნა ბაიდენმა.
პრეზიდენტმა ამერიკელებს, რომლებიც ჯერ არ აცრილან, ვაქცინაციისკენ მოუწოდა და ამას "პატრიოტული" ქმედება უწოდა.