აშშ-ში ნაფიცმა მსაჯულებმა სამი თეთრკანიანი მამაკაცი დამნაშავედ ცნეს ახალგაზრდა აფროამერიკელი მამაკაცის, აჰმოდ არბერის მკვლელობაში. გადაწყვეტილება ქალაქ ბრუნსვიკში 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო.
გრეგორი მაკმაიკლის, მის ვაჟს, ტრევის მაკმაიკლისა და მეზობელს, უილიამ „როდი“ ბრაიანს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. აფროამერიკელი აჰმოდ არბერის, ჯორჯიის შტატის ქალაქ ბრუნსვიკში 2020 წლის თებერვალში მოკლეს. მკვლელობის ამსახველი ვიდეო, რომელიც უილიამ ბრაიანმა გადაიღო, ორი თვის შემდეგ გავრცელდა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია, როცა ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში მონაწილე 3 პირიდან არცერთი არ იყო დაკავებული.
სასამართლოს გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. მისი თქმით, განაჩენმა აჩვენა, რომ ამერიკის სისხლის სამართლის სისტემა „თავის საქმეს ასრულებს“, თუმცა მკვლელობამ ამერიკას შეახსენა, რამდენად ბევრია გასაკეთებელი ქვეყანაში რასობრივი სამართლიანობისთვის ბრძოლაში.