აშშ-ის მოქალაქეებმა შავ პარასკევს ონლაინმაღაზიებში 6,22 მილიარდი დოლარი დახარჯეს. გაყიდვების სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ წელს ონლაინშეკვეთების დიდი ნაწილი ამერიკელებმა ტელეფონების მეშვეობით განახორციელეს.ტერმინი "შავი პარასკევი" პირველად 1975 წელს ტრანსპორტსა და მაღაზიებში ხალხის დიდი ნაკადის და გართლებული გადაადგილების გამო გამოიყენეს.
მაღაზიები მადლიერების დღის მომდევნო დღეს საშობაო ფასდაკლებების სეზონს ხსნიან. ამ დღეს მაღაზიები პროდუქციას დიდი ფასდაკლებით ყიდიან.