აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 70 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა - Palitra News

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 70 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა

2020-10-28 15:17:58+04:00

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 70 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენბელია. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არჩევნებში საკუთარი პოზიცია 24 ოქტომბერს ფლორიდის შტატში დააფიქსირა.

ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ხმა მისცა ბიჭს, რომლის სახელიც ტრამპია“.

CNBC-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენს მხარს გამოკიტხულთა 51% უჭერს, დონალდ ტრამპს კი 40%. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.