აშშ-ის ალაბამას შტატში, მონტგომერის რეგიონალურ აეროპორტთან ახლოს სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. CNN-ის ცნობით, T-38-ის ტიპის რეაქტიული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავი ფლორიდის ქალაქ ტელაჰესისკენ მიდიოდა. აშშ-ის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ინციდენტის გამოსაძიებლად უსაფრთხოების საგამოძიებო საბჭო შეიკრიბება.