12:39
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აშშ-ში რუსეთის საელჩო - რუსეთი ომის წინააღმდეგია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო პრობლემის დიპლომატიურ გადაწყვეტას
15-01-2022

აშშ-ში რუსეთის საელჩო თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის კომენტარს ეხმიანება და აცხადებს, რომ ასეთი განცხადებები უსაფუძვლოა და მათი მიზანი რუსეთზე საინფორმაციო ზეწოლის განხორციელებაა.

„ვეხმიანებით თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის საბაბის მომზადების შესახებ. ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკვე დეტალურად აღწერენ მსგავსი პროვოკაციების სცენარებს და ასახელებენ „ოპერაციების“ დაწყების თარიღებს, როგორც ყოველთვის, მტკიცებულების გარეშე. ასეთი განცხადებები ადასტურებს ჩვენს ქვეყანაზე განუწყვეტელ საინფორმაციო ზეწოლას. მეტიც, იგივე სცენარი მეორდება: ხდება სენსაციის „ჩაყრა“, რომელსაც შემდეგ მედია იმეორებს და მთავარ ამბად აქცევს,“- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მათი მტკიცებით, რუსეთი ომის წინააღმდეგია და მხარს უჭერს საერთაშორისო პრობლემების დიპლომატიურ გადაწყვეტას.

„გვინდა გავაფრთხილოთ ჩვენი კოლეგები მსგავს ავანტიურებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: აშშ-ში (როგორც ოფიციალურ დონეზე, ასევე მედიაში) ჩვენს მიმართ უწყვეტი ბრალდებები უსაფუძვლოა. მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს ჩაერთოს არსებით სამუშაოებში, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები რუსული მხარის მიერ შეთავაზებული შეთანხმებების პროექტების საფუძველზე. რუსეთი ომის წინააღმდეგია - ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო პრობლემის დიპლომატიურ გადაწყვეტას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

AutoPlay
ჯანმო - მსოფლიოში, გასულ კვირაში, კორონავირუსის 21 მილიონი შემთხვევა გამოვლინდ
გამოქვეყნდა 10 წუთის წინ
ხორვატიის პრემიერი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებაზე - მთავრობის სახელით, ბოდიშს ვიხდი უკრაინელების წინაშე
გამოქვეყნდა 11 წუთის წინ
რუსეთის დუმის სპიკერი - აშშ-ს სურს რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც მართვადი და ლოიალური იქნება
გამოქვეყნდა 11 წუთის წინ
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, ფარმაცევტული საწარმოების GMP სტანდარტზე გადასვლის საკითხები განიხილეს
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
"ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავს
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტს გადაჰყვა - მამუკა ხაზარაძე
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები