შეერთებულ შტატებში საცალო ვაჭრობის სფეროში გაკოტრების მაჩვენებელი მიმდინარე წელს ბოლო ათი წლის რეკორდულ მაქსიმუმზეა. ამასთან, MarketWatch-ის ცნობით, ექსპერტები არ ელოდებიან სიტუაციის გაუმჯობესებას.
S&P Global Market Intelligence-ის ინფორმაციით, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის გაკოტრდა 49 სავაჭრო კომპანია. მათ შორის არიან Ascena Retail Group-ი, Neiman Marcus, Sur La Table-ი, Brooks Brothers Group-ი და სხვა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2009 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. ორგანიზიაციის ინფორმაციით, ზოგიერთ კომპანიას მოუწია მაღაზიათა ქსელის შემცირება, მათ შორის, არიან Gap და Children's Place.
Coresight Research-ის ინფორმაციით კი, იანვრიდან დეკემებრამდე შტატებში 8 ათას 400 მაღაზია დაიხურა.
COVID-19-ის პანდემია გახდა უკანასკნელი წვეთი უმეტესობა რითეილერისთვის, რომლებიც მანამდეც განიცდიდნენ სირთულეებს. კომპანიები, რომლებიც დაიგვიანეს გადასულიყვნენ ახალ ტექნოლოგიებზე, გაეხადათ საქმიანობა ციფრული და მასიურად გადართულიყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე, უბრალოდ ვერ გაუმკლავდნენ კორონავირუსის პანდემიას და მისგან გამოწვეულ ნეგატიურ ეფექტებს.