12:20
5 დეკემბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აშშ-ში პოლიციის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის გამო მიმდინარე აქცია შეტაკებაში გადაიზარდა
25-08-2020

აშშ-ის უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში პოლიციის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მეორე დღეა გრძელდება.

BBC-ის ინფორმაციით, წუხელ საპროტესტო აქცია სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს სხვადასხვა ნივთები ესროლეს, რასაც სამართალმდაცავებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით უპასუხეს და რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მანამდე კი აქციის მონაწილეებმა კენოშას საზოგადოებივი უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათი დაშლა ე.წ. „წიწაკის სპრეის“ გამოყენებით მოახერხეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში საპროტესტო ტალღის სამართავად „ეროვნული გვარდიის“ 200-მდე წევრის განთავსება იგეგმება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები