ამერიკაში, კანზასის შტატში, ყოფილ სამხედრო ბუნკერში შენდება თავშესაფარი, რომლის თითოეული ნომრის ღირებულება 3 მილიონ დოლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება, ნომრების 95% უკვე წინასწარ დაჯავშნილია.
თავშესაფრის მფლობელთა განცხადებით, თავშესაფარი ადამიანების ბუნებრივი კატასტროფებისგან, ვირუსებისგან და ატომური ომისგან დაიცავს. თავშესაფარის პირველი ნომერი მილიონ 500 ათას დოლარად გაიყიდა აქციის ფარგლებში. ამ ეტაპზე დარჩენილია რამდენიმე ნომერი, რომელთა ფასიც სავარაუდოდ, 4 და 7 მილიონ დოლარამდე იქნება.საიდუმლო ტერიტორიაზე აშენებულ თავშესაფარში - კინოთეატრი, საცურაო აუზები, სპორტ-დარბაზები, პატარა საავადმყოფო და ორგანული საკვების წარმოების ცენტრიც არის გაშენებული.