აშშ-ში მე-6 კლასელმა გოგონამ თანაკლასელები ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა - Palitra News

აშშ-ში მე-6 კლასელმა გოგონამ თანაკლასელები ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

2021-05-07 10:01:49+04:00

აშშ-ის აიდაჰოს შტატში მე-6 კლასელმა გოგონამ ორი თანაკლასელი და სკოლის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ რიგბიში, საშუალო სკოლაში მოხდა. პოლიციის მოსვლამდე გოგონას განიარაღება და დაკავება ერთ-ერთმა პედაგოგმა შეძლო. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.