13:15
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კომენტარის გარეშე
აშშ-ში მამაკაცს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს - "ან უნდა მოვმკვდარიყავი, ან გადანერგვის ოპერაცია გამეკეთებინა"
12-01-2022

ამე­რი­კე­ლი მა­მა­კაცს - დე­ვიდ ბე­ნეტს, გე­ნე­ტი­კუ­რად მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ღო­რის გუ­ლის გა­და­უ­ნერ­გეს. 57 წლის ბე­ნე­ტი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი, 7-სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, თავს კარ­გად გრძნობს.

გუ­ლის ტრან­სპლან­ტი მისი გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი იმე­დი­ღა იყო, თუმ­ცა ჯერ მა­ინც უც­ნო­ბია, სი­ცო­ცხლეს რამ­დე­ნი ხნით გა­უ­ხან­გრძლი­ვებს გა­და­ნერ­გი­ლი გული.

"ან უნდა მოვმკვდა­რი­ყა­ვი, ან გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ეს ჩემი უკა­ნას­კნე­ლი არ­ჩე­ვა­ნი იყო" - თქვა დე­ვიდ­მა.

ოპე­რა­ცი­ამ­დე 6 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ლო­გინს იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ცო­ცხლობ­და.

  • ქი­რურ­გი ბარტლი გრი­ფი­ტი ფიქ­რობს, რომ ამ ოპე­რა­ცი­ამ 1 ნა­ბი­ჯით ახ­ლოს მი­იყ­ვა­ნა მსოფ­ლიო ორ­გა­ნო­ე­ბის სიმ­ცი­რის კრი­ზი­სის გა­დაჭ­რამ­დე. (მხო­ლოდ აშშ-ში, ყო­ველ­დღი­უ­რად 17 ადა­მი­ა­ნი ხვდე­ბა ტრან­სპლან­ტის მო­ლო­დინ­ში).

2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ნიუ იორ­კელ­მა ქი­რურ­გებ­მა გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ ადა­მი­ანს წარ­მა­ტე­ბით გა­და­უ­ნერ­გეს ღო­რის გული, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტის ტვი­ნი გა­თი­შუ­ლი იყო და არც მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შან­სი არ­სე­ბობ­და.

ბე­ნეტ­მა წინა კვი­რას თქვა, რომ ერთი სული აქვს სა­წო­ლი­დან წა­მოდ­გეს. ორ­შა­ბა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, ის უკვე თა­ვი­სით ახერ­ხებ­და სუნ­თქვას, აპა­რა­ტის გა­რე­შე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექი­მე­ბი ზუსტ პა­სუხს ვერ ეუბ­ნე­ბი­ან, პა­ცი­ენ­ტი იმე­დი­ა­ნა­დაა და სჯე­რა, რომ ახა­ლი გუ­ლით კი­დევ დიდ­ხანს იცო­ცხლებს.

AutoPlay
"ეს მოხდება 1-ელ თებერვალს, 09:47 წუთზე, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ" - მიხეილ ცაგარელი
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ეს საგანგაშო და სახიფათოა, მაგრამ არის კარგი ამბავიც იმ ადამიანებისთვის, ვისაც კორონავირუსი აქვთ გადატანილი - გიორგი ფხაკაძე
25-01-2022
"მივმართავ ყველას, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას..." - რას წერს ლიზა იასკო მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს
22-01-2022
ქვეყნები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე იაფი ღირს
21-01-2022
პირდაპირ გეტვით, ეკატერინე ტიკარაძესთან მქონდა ამაზე საუბარი... - გიორგი ფხაკაძე
21-01-2022
განაწყენებული პუტინის განცხადება საქართველოში ამერიკელი სამხედროების შემოსვლაზე და შევარდნაძის დიპლომატიური პასუხი - ვიდეო არქივიდან
21-01-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები