აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 64 194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 1 084 ადამიანი გარდაიცვალა - Palitra News

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 64 194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 1 084 ადამიანი გარდაიცვალა

2021-02-15 15:12:35+04:00

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 64 194 და გარდაცვალების 1 084 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 27 639 538 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 485 332 ადამიანი გარდაიცვალა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 70 057 800 დოზაა განაწილებული, აქედან მოქალაქეების ასაცრელად 52 884 356 დოზაა გამოყენებული.