აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 170 000-ს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 483 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა რიცხვით ფლორიდის, ტეხასისა და ლუიზიანას შტატები ლიდერობენ. აშშ-ში კოვიდ-19-ის 5.4 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც მსოფლიოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები შიშობენ, რომ გრიპების სეზონის დადგომასთან ერთად, კორონავირუსის პაციენტთა მკურნალობა გართულდება.