აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 1 736 ადამიანი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას "სიენენი" ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აქამდე არსებულ მონაცემებს შორის, ეს ქვეყანაში სიკვდილიანობის ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 12 722-ს აღწევს. ქვეყანაში ვირუსის 400 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანრმთელებულია 21 674 ადამიანი.