აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 17 059 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 527 355-ს მიაღწია, - ამ ინფორმაციას "სიენენი" ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს ქვეყანაში კიდევ 1 383 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ფატალური შემთხვევების რიცხვი 91 872-მდე გაიზარდა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით, ის რომ აშშ-ში შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობაა დადასტურებული, განპირობებულია იმით, რომ ქვეყანა ტესტირებას სხვებზე უკეთ ახორციელებს.
რაც შეეხება გლობალურ სტატისტიკას, worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კოორნავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 4 985 825-ია, დაღუპულია 324 889 ადამიანი.