აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების საერთო მაჩვენებელი 5.6 მილიონს აჭარბებს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში, ბოლო დღე-ღამეში, კორონავრუსის 48 693 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში „კოვიდ 19“-ს კიდევ 1 108 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 175 363-ს მიაღწია. ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში.