აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 23 644-ს მიაღწია - ამ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ დროსათვის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაინფიცნრებულთა რაოდენობა 587 155-ს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსმა ყველაზე მეტად ნიუ-იორკი დააზარალა, სადაც ვირუსს სულ მცირე 10 000 ადამიანი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა იტალიას გადაუსწრო. დღეისათვის მოსფლიოს მასშტაბით კირინავირუსით გარდაცვალებისა და დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება.