აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ერთ დღეში 917-ით გაიზარდა - Palitra News

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ერთ დღეში 917-ით გაიზარდა

2020-04-02 09:15:37+04:00

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 917 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "სი-ენ-ენი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დღემდე სულ 4 745 ადამიანია დაღუპული. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით აშშ მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. ინფიცირებულთა რაოდენობით კი ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით 215 300 ადამიანი დაინფიცირდა.