აშშ-ში კორონავიუსის მსხვეპლთა რიცხვი 16 400-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაინფიცირებულთა რაოდენობამ ერთი დღე-ღამის განმავლობაში 27 000-ით მოიმატა და დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა ქვეყანაში 459 000-ს მიაღწია.
აშშ კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ფატალური შემთხვევებით კი მხოლოდ იტალიას ჩამორჩება.
კორონავირუსით დაიფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ნიუ-იორკში ფიქსირდება.