აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 86 928 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 27 006 413 -მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 1 268 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 463 470 -ს მიაღწია.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 59 მილიონი დოზაა განაწილებული, აქედან მოქალაქეების ასაცრელად 41 მილიონი დოზაა გამოყენებული.