აშშ-ში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 59 017 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3.3 მილიონს გადააჭარბა - ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 428 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 135 205-ს მიაღწია. ყველაზე მეტი შემთხვევა ნიუ-იორკის შტატში ფიქსირდება, სადაც დაინფიცირდა 397 800 ადამიანი, 32 350 კი - გარდაიცვალა.
ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით, აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.