აშშ-ში კორონავირუსის 55 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა - Palitra News

აშშ-ში კორონავირუსის 55 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა

2020-07-27 12:07:56+04:00

აშშ-ში, გასულ დღე-ღამეში, კორონავირუსის 55 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 233 923-მდე გაიზარდა, - შესამაბის მონაცემებს „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე“ დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, „კოვიდ 19“-ს ქვეყანაში კიდევ 470 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 147 000-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პორველ ადგილზე დგას.