აშშ-ში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 51 842 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 793 435-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის 7 შტატში - ალაბამაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სამხრეთ კაროლინაში, ტენესიში, ალასკაში, მისურისა და აიდაჰოში გუშინ კოვიდ 19-ით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მომაცემებით, აშშ-ში პანდემიის გავრცელების პერიოდიდან დღემდე კორონავირუსით 129 434 ადამიანია დაღუპული.