აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 195 542 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 1 878 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის მინიმუმ 11.9 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაიღუპა 254 000-ზე მეტი ადამიანი.