აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 186 891 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 24 818 779 -მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 3 655 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 414 004-ს მიაღწია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 40 მილიონამდე დოზაა განაწილებული, აქედან მოქალაქეების ასაცრელად 19 მილიონ დოზაზე მეტი უკვე გამოყენებულია.