აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 184 514 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვნებელია. შესაბამის მონაცემებს CNN ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში აშშ-ში ვირუსით კიდევ 1 431 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვმა 244 332-ს მიაღწია. სულ აშშ-ში ამ დრომდე 10.7 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. აშშ კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.