აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 147 254 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25 293 201 -მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 1 758 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 420 972 -ს მიაღწია.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 41 მილიონი დოზაა განაწილებული, აქედან მოქალაქეების ასაცრელად 22 მილიონი დოზა უკვე გამოყენებულია.