აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 130 485 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25 125 000 -მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 1 769 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 419 209 -ს მიაღწია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 41 მილიონ დოზაზე მეტია განაწილებული, აქედან მოქალაქეების ასაცრელად 22 მილიონამდე დოზა უკვე გამოყენებულია.