აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 119 235 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 26 554 794-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 3 796 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 450 681-ს მიაღწია.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 55 943 800 დოზაა განაწილებული, აქედან მოქალაქეების ასაცრელად 33 878 254 დოზაა გამოყენებული.