აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 102 831 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში ვირუსს კიდევ 1 097 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცნობისათვის, აშშ-ში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 9.48 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 233 000-ს აჭარბებს.