ქარიშხალმა „სალიმ“ აშშ-ში, ალაბამასა და ფლორიდის სანაპიროზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია, რაც აშშ-ის ქარიშხლის ეროვნულმა ცენტრმა „ისტორიულ და კატასტროფულ“ წყალდიდობად შეაფასა.
Reuters-ის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად წაქცეულია ხეები, დატბორილია ქუჩები, დაზიანებულია ხიდები, გზები და ავტომობილები. 550 000-მდე მოქალაქე ელექტროენერგიის მიწოდების გარეშეა დარჩენილი. აქედან, 290 000 - ალაბამაში, 253 000 კი - ფლორიდაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ალაბამას შტატში ქარიშხალს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შტატის გუბერნატორმა ქეი ივეიმ მოქალაქეებს მოუწოდა, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით კი ელექტოენერგიის გადამცემი ხაზებისა და ხეების სიახლოვეს ყოფნას მოერიდონ.