შეერთებული შტატების მიერ ევროკავშირიდან იმპორტირებულ 7 მილიარდ 500 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფების დაწესების შემდეგ შოტლანდიური ვისკის, იტალიური ყველისა და ფრანგული ღვინის ტარიფები 25%-ით გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.ცნობისთვის ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება შტატების ხელისუფლებამ 2 ოქტომბერს მიიღო.აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონს ევროკავშირისთვის 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე სურდა ტარიფების დაწესება, თუმცა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მხრიდან უარის შემდეგ ტარიფები 7 მილიარდ 500 მილიონ დოლარამდე შეამცირა.