Zunum Aero ამერიკული სტარტაპია, რომელსაც ელექტრო ტრანსპორტის ახალი სიმაღლეების დაპყრობა ახლო მომავალში აქვს დაგეგმილი. კომპანია ჰიბრიდ თვითმფრინავებს აწარმოებს და მათ ჰაერში გაშვებას მომავალ რამდენიმე წელიწადში აპირებს.
მათი გეგმის მიხედვით, 2020-იანებში აშშ-ს ცაზე უკვე იფრენს 10 - 50 ადგილიანი კომერციული ჰიბრიდი თვითმფრინავები, რომელთაც ერთ გაფრენაზე 1120 კმ.-ს დაფარვა შეეძლებათ, ხოლო 2030-იანებიდან უკვე 1600 კმ.-ზე იფრენენ.